ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება | 02.08.2022

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია.   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში  11802  ადამიანი დაინფიცირდა, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა. შემთხვევების მატების მიზეზად ექიმები  გაზრდილ მობილობას ასახელებენ. არსებული ეპიდვითარების ფონზე მთავარ რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია რჩება.