საქართველოს სახალხო დამცველი უფასო კვების ობიექტების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. აპარატის ინფორმაციით, ირკვევა რომ თბილისში თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა ერთი ლარი და 30 თეთრია, რაც რეგიონებში გათვლილ დღიურ ოდენობაზე ნაკლებია. ამასთან, კვლევის შედეგად დგინდება რომ კვების რაციონის შედგენში მონაწილეობას არ ღებულობს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. შედეგების გათვალისწინებით, ნინო ლოჯარია ფიქრობს, რომ ქვეყანაში უფასო სასადილოს სერვისის მართვის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.
“მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები. სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება,” – სახალხო დამცველის განცხადება.