შეფასებები მიხეილ საააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე | 01.08.2022

“ქართული პოლიტიკისთვის საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი”ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრილოგ ვაშაძემ  მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან და პარტიიდან შესაძლო დისტანცირება. ექსპრეზიდენტის  ყოფილი თანაგუნდელი  კლინიკა “ვივამედში” პრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, პრიორიტეტი ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.  მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები,  ადვოკატები და თანაგუნდელები სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე  უკვე რამდენიმე დღეა ღიად საუბრობენ.  თავად ყოფილ პრეზიდენტს  საკითხზე  განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.