ირაკლი კობახიძე კელი დეგნანს მოუწოდებს, დაგროვილ შეკითხვესბ პასუხუი გასცეს | 01.08.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,  ტყუილს უწოდებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიიდან ,,წასული” დეპუტატების მსგავსად, მოუწოდებს ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს.