“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” – რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე დაანონსებული აქცია | 01.08.2022

“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” – 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე აქცია გაიმართება.  აქციის ორგანიზატორები არიან “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტაბულა”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება”.  აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.