“ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ” – ამ სიტყვებით შეაფასა, დღეს, მთავრობის მეთაურმა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებული პროცესები. ბოლო რამდენიმე კვირაა ოკუპირებულ რეგიონში, მოქალაქეების ნაწილი, ე.წ ხელისუფლებას, ბიჭვინთის აგარაკების, რუსეთისთვის გადაცემის გამო აკრტიკებს. განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი საქართველოში, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მორიგ ნაბიჯად აფასებს, და ხელისუფლებისგან თემით დაინტერესებას ითხოვს. თუმცა, ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლება ამ დრომდე დუმდა. როგორც დღეს პრემიერმა თქვა, მმართველი გუნდი მისი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებს და ზედმეტი აჟიოტაჟი აუცილებელი არ არის