„აჭარატექსტილში“, სამუშაო პროცესი შეჩერებულია – ინტოქსიკაცით კლინიკებში 67 ადამიანი გადაიყვანეს | 29.07.2022

ქობულეთში, „აჭარატექსტილში“, სამუშაო  პროცესი შეჩერებულია. საწარმოში დასაქმებული 2000 თანამშრომელი საქმიანობას, ორშაბათს, 1-აგვისტოდან განაახლებს. რაც შეეხება დაშავებულთა მდგომარეობას, სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 3-ადამიანი რჩება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, გუშინ ტექსტილის საწარმოდან ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკებში, 67 ადამიანი გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მოკვლევის მიზნით,  “სოკარ გაზის” მობილური ჯგუფები იმყოფებოდნენ. ფაქტთან დაკავშირებით კომპანიის ადმინისტრაცია, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.