საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება | 28.07.2022

საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ  ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. მაჩვენებელი 240%-ითაა გაზრდილი, ვინაიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან სულ 30 783 ადამინი შემოვიდა.  რუსეთის შემდეგ საქართველოში ყველაზე მეტი 86 565 მოქალაქე  სომხეთიდან შემოვიდა, თურქეთიდან შემოსულთა რიცხვი 69 973=ია, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 28 989 ადამიანი სტუმრობს, უკრაინიდან კი საქართველოში 19 585 ადამიანი ჩამოვიდა.