საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. მაჩვენებელი 240%-ითაა გაზრდილი, ვინაიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან სულ 30 783 ადამინი შემოვიდა. რუსეთის შემდეგ საქართველოში ყველაზე მეტი 86 565 მოქალაქე სომხეთიდან შემოვიდა, თურქეთიდან შემოსულთა რიცხვი 69 973=ია, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 28 989 ადამიანი სტუმრობს, უკრაინიდან კი საქართველოში 19 585 ადამიანი ჩამოვიდა.