დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, დღეს ვაგზლის მოედანზე, გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ისინი გააფრთხილა, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარემოვაჭრეებს ჯარიმები დაუწესდებათ. ისინი ამობენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის და მათ მძიმე პირობებში მუშაობა უწევთ.
თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებისთვის დახლების ალაგება და მათი ალტერნატიულ სივრცეში გადაყვანა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დედაქალაქის მთავრობაში თვლიან, რომ ქუჩაში, საფეხმავლო ბლიკებზე ვაჭრობა – ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ანტისანიტარიის მთავარი წყაროა.