“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა. “ქართული ოცნების” ლიდერების მსგავსად, ყოფილი პრემიერიც ირწმუნება, რომ “გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ”. ივანიშვილის მტკიცებითვე, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა”. განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნების” წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად განეიტრალებულია. განცხადებაში, “ქართული ოცნების” დამფუძნებლი, დუპუტატთა ტრიოს – ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარის ნათქვამს ადასტურებს. ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ელჩის მოთხოვნითვე შეხვდა და მათი შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს, რა საკითხებს შეეხო საუბარი.