უსიტყვო დეპუტატები პარლამენტში და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე დაკავებული ხელფასები | 26.07.2022

უსიტყვო დეპუტატები პარლამენტში და  დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე დაკავებული ხელფასები – “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” პარლამენტის საქმიანობის ანგარიშსს აქვეყნებს, რომელიც  2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. კვლევიდან ირკვევა, რომ  პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე,  ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი. დისციპლინური გადაცდომა, ძირითადად, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენას ეხებოდა.  59 დეპუტატიდან მხოლოდ 2-ია უმრავლესობიდან, დანარჩენი – კი ოპოზიცია. ორგანიზაცია კვლევაში წერს, რომ  პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკურის კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.

ანგარიშის თანახმად, სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს.  ესენი არიან როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიური პარტიების დეპუტატები.  მაგალითად, ქართული ოცნებდან –  დიმიტრი სამხარაძეს , ვასილ ჩიგოგიძეს, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძეს სიტყვით გამსოვლის უფლება არ გამოუყენებიათ. ოპოზიციიდან ასეთები არიან:  ლევან ვარშალომიძე, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე და კახაბერ ოქრიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი გამოწვევა, რომელიც პარლამენტს აქვს-  პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას  ეხება.  კვლევის ავტორების თქმით, არ შესრულდა 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაძლიერებას ითვალისწინებდა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას.