ვახო, შე რატომ მოაწერე ამაზე ხელი?! რატომ შეეხე ჩემ ცოლ-შვილს?! – გოგაშვილი ციხიდან | 26.07.2022

სოსო გოგაშვილი  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ მისი უკანონო დაკავება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, მისი შემსრულებლები კი სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი  და შინაგან საქმეთა მინისტრი  ვახტანგ გომელაური არიან.   სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მოადგილე განცხადებაში წერს,  რომ მისი საქმის მსგავსად,  სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით სცემეს  შს მინისტრის ყოფილ  მოადგილეს, გელა ხვედელიძეს,  აფგან მუხთარლის გატაცების უკან კი, ასევე ივანიშვილი იდგა.

“სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო 1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო 2) ბიძინას დავალება –  მუხთალის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა. მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად  40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში. შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის?  ყველა თქვენი გაფუჭებული  მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?” – წერს სოსო გოგაშვილი.