ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა | 26.07.2022

ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა. აღირიცხა ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში წინა კვირასთან შედარებით თითქმის 2500-ით მეტი ახალი შეთხვევა გამოვლინდა.  დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  მილიონ ნახევარზე მეტი  შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 859 გარდაიცვალა.