ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა. აღირიცხა ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში წინა კვირასთან შედარებით თითქმის 2500-ით მეტი ახალი შეთხვევა გამოვლინდა. დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მილიონ ნახევარზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 859 გარდაიცვალა.