„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები წერილს აქვეყნებს და კელი დეგნანს ომის რიტორიკის გაღვივებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში ადანაშაულებს. საზოგადოებისთვის სიმართლის სათქმელად , „ოცნებიდან“ წასული ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარი ელჩი დეგნანისგან წინა წერილში პასუხებს ითხოვდნენ. სამეული, ასევე, ამტკიცებდა, რომ დეგნანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რის გამოც კითხვები მათ ყოფილ პრემიერთანაც ჰქონდათ. ახლა კი წერენ, რომ ელჩისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. დეპუტატთა ტრიო საქართველოში აშშ-ის ელჩს, უკანასნელ პერიოდში საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს. 20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. პარისის თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციითან, რაც პარტნიორებს აქვთ.