ექნება თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებულ მოლაპარაკებებს | 25.07.2022

ექნება თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ნაწილის მიერ  დაწყებულ მოლაპარაკებებს – იმ  ოპოზიციურმა  პარტიებმა, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის, “ქართულ ოცნებასთან” არ თანამშრომლობენ,  ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,  კანონპროექტებზე მუშაობაც დაიწყეს.  “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს”,  “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია  “საქართველოსთვის” წევრებმა,  დღეს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ანტიკორუფციულ საკითხზე იმსჯელეს.  იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მმართველი გუნდი არ მონაწილეობს,  შემუშავებული კანონპროექტები შესაძლოა  კანოკანონად ვერ იქცეს.  ამის მიუხედავად,  ოპოზიციონერ ლიდერებს აქვთ მოლოდინი,  რომ  “ქართული ოცნების” დეპუტატებს პროექტების  მხარდაჭერას აიძულებენ.