სკადნალური ფაილების გასაჯაროვების შემდეგ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიწოდებული ფაილებით ცალსახად დგინდება როგორ აქვს მიტაცებული სახელმწიფო ივანიშივლის ხელისუფლებას. ოპოზიცია ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემაში მონაწილეობდნენ. მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ შოთაძის უწყება ობიექტურ გამოძიებას არ ჩაატარებს.
დაიწყო თუ არა გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების ტოტალურ სქემაზე ამ დრომდე უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყველა დოკუმენტი საგამოძიებო უწყებას უკვე მიაწოდეს. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გაასაჯაროეს დოკუემნტაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება როგორ აყალბებს “ქართლი ოცნება” არჩევნებს . პირობითი მსჯავრის გაუქმება, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადება და ა.შ. – არასამთავრობოების კვლევით, სწორედ ეს შეთავაზებები ჰქონდა მმართველ პარტიას არჩევნებში მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ კონკრეტული ამომრჩევლებისთვის. მესამე სექტორს სკანდალური მასალები ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სუსის ყოფილმა მაღალჩინოსნმა იოსებ გოგაშვილმა მიაწოდა. ანგარიში 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების დროს, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შემსრულებლები, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მაშინდელი უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.