“საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”, რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ” | 22.07.2022

„საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”, რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ“ – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ცალკეულ პროცესსა და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნის იდეას. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის კანდიდატობაერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა.

„საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს!“ – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე.