ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად იმუშავებს | 22.07.2022

ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად იმუშავებს.  ამის შესახებ ცნობილი პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.  ოპოზიციის ნაწილი ამბობს,რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავენ. პროცესში მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო სექტორი. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესასრულებელია – დეოლიგარიზაციის საკითხია.