ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად იმუშავებს. ამის შესახებ ცნობილი პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს,რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავენ. პროცესში მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო სექტორი. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესასრულებელია – დეოლიგარიზაციის საკითხია.