შოკირებული ვიყავი კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით – კელი დეგნანი | 21.07.2022

“შოკირებული ვიყავი კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით” – განცხადება  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა  იმ კომენტარების შეფასებისას გააკეთა, რომელიც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და შემდეგ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გააჟღერეს. კელი დეგნანის შეფასებით, განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ცნობისთვის,  “ქართული ოცნების” ლიდერები თვლიან, რომ კარლ ჰარცელს საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობში უარყოფითი როლი ჰქონდა.