მწვავე გზავნილი ოფიციალური ვაშინგტონიდან და შეფასებები თბილისში ნედ პრაისის განცხადებაზე | 21.07.2022

მწვავე გზავნილი ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან  – სახელმწიფო დეპარტამენტში  ტრადიციული ბრიფინგი საქართველოს ხელისუფლების  ანტიამერიკულ კამპანიაზე საუბრით დაიწყო. განცხადება ნედ პრაისმა გააკეთა, რომელმაც  პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას  ხელს უშლის. “პერსონალური თავდასხმა” სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა “ქართული ოცნების” ლიდერების და მისი სატელიტების განცხადებების შეფასებისას და თქვა, რომ თავდასხმები პარტნიორების მუშაობას არ შეესაბამება.  პრაისმა ხაზგასმით თქვა, რომ შეერთებული შტატები  თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა მთელს რეგიონში.