ანდრეი კასიანოვი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობით იმედგაცრუებულია. როგორც უკრაინის ელჩმა უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო მეგობარ ქვეყანას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. კასიანოვმა იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც უკრაინამ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის შეჭრის დროს აღმოუჩინა და თქვა, რომ უკრაინაც იმავეს ელოდა საქართველოგანაც. კასიანოვმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებულ ძირითად მექანიზმებსაც და თქვა, რომ ჯერჯერობით მათი პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხდა.
“ჩვენი საერთო ისტორიული გამოცდილება მიანიშნებს, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არ გაღიზიანების პრაქტიკა, მხოლოდ ახალისებს პუტინის ხუნტას, რომ მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია.დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებსა და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა.ჩვენი მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია გვძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ საქართველო და უკრაინა ერთად, ევროკავშირის მეგობარ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას, ჩვენი ხალხების ნათელი, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის,” – განაცხადა ანდრეო კასიანოვმა.