ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში 7 812 ადამიანი დაინფიცირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა. შემთხვევების მატების მიზეზად ექიმები გაზრდილ მობილობას ასახელებენ. არსებული ეპიდვითარების ფონზე მთავარ რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია რჩება.