“ქართული ოცნება” გოიმობა გახდა – ნიკა გვარამიას ვრცელი სიტყვა სააპელაციო სასამართლოში | 19.07.2022

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ვრცელი სიტყვით მიმართა. საბრალდებო სკამიდან ნიკა გვარამია მისი დაკავების პოლიტიკურ შინაარსზე საუბრობს და ამბობს, რომ უკანონო პატიმარია. მედიამენეჯერმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მსჯავრდებული მედიამენეჯერის თქმით, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი ოჯახის “ბულინგი” არ წყდება, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

სააპელაციო სასამართლომ გახმაურებული საქმის განხილვა დღეს დაიწყო. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს  მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის,  უფლებადამცველის თქმით,  სწორედ ამ მოსამართლეთა კოლეგიაზეა დამოკიდებული, გამოასწორებენ თუ არა პირველ ინსტანციის მიერ დაშვებულ შეცდომას.

სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმის განხილვას დაესწრო ჩეხეთის ელჩი. სასამართლოში იმყოფებოდნენ მთავარი გენერალური დირექტორის ახლობლები ,მედიამენეჯერები და  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.  ამბობენ,რომ გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით აღმოჩნდა და ახლა სასამართლოს მეორე ინსტანციას მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ორივე მხარე ასაჩივრებს.  პროკურორი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიუხედავად მისი პოზიციისა.

მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა  გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში , რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია რუსთავი 2 ში-  6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა.  კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.  მთავარი არხის დამფუძნებელი კი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.