“უცნობი” დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს. უწყების დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.
როგორც გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ამბობს, მან გამოკითხვაზე წყაროს არგამჟღავნების უფლება გამოიყენა და უწყებას ჩვენება არ მისცა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, მომღერალმა “უცნობმა” აუდიოჩანაწერები 13 ივლისს გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარი და გადაცემის დაგეგმვის პროცესი.