სანქციების თემაზე „დროამ“ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | 15.07.2022

სანქციების თემაზე კოორდინაციის მიზნით, პარტია „დროამ“ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  როგორც „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა და, საჭიროა,  სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ხელს   ბიძინა ივანიშვილი  უშლის, რომელიც მათივე თქმით, ოლიგარქია.  ამიტომ საჭიროა არაფორმალურ მმართველს დაუწესდეს საერთაშორისო შეზღუდვები.