პრეზიდენტმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია | 15.07.2022

პრეზიდენტმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია. არსებული ინფორმაციით,  შესაბამისი განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში შევიდა. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა, მათი მოთხოვნის გათვალისწინებთ, სესია 18 ილისიდან არის მოწვეული. ცნობილია, რომ რამდენიმე წუთში, 18:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი გაიმართება.