საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, პარლამენტის თავმჯდომარეს კი სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს. სპეციალურ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და დამოუკიდებელი დეპუტატები უერთსდებიან. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პუნქტის შესასრულებელი წინაპირობიდან რამდენიმე მიმართულებას – პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხმიანება. “ქართული ოცნების” უარის შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას არ უერთდებიან პარტიები “გირჩი” და “მოქალაქეები”. ამობენ, რომ მათი ოპოზიციონერი კოლეგების გეგმა ბუნდოვანია და რიგაგრეშე სხდომებისთვის მზად არ არიან.
მმართველ პარტია რიგგარეშე სესიის მოწვევის აუცილეობლობას ვერ ხედავს. ხელისუფლების წრამომადგენლები ოპოზიციის ამ ინიციატივას საცირკო წარმოდგენას უწოდებენ.