ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას- “ოცნება” | 13.07.2022

“ყველა ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას” – ასე პასუხობს ევროპარლამენტარებს  პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, “შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას და ხელს უწყობს რადიკალურ დღის წესრიგს”.  პაპუაშვილი  ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ პოლარიზაციის პროცესი ქვეყანაში, არ შეუწყონ ხელი ოპოზიციის დღის წესრიგს, რომელიც მისივე თქმით, რადიკალიზაციაზე გადის.

ბრიუსელიდან გზავნილები მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ ევროპარლამენტმა დღეს “ქართულ ოცნებას” პირდაპირ დაუკონკრეტა, რომ დეოლიგარქიზაციაში ივანიშვილს გულისხმობენ. მათი თქმით,  საქართველოს  ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძვნებელი, ბიძინა ივანიშვილია.