ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა | 13.07.2022

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  საკანონმდებლო ორგანოში  საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით იმსჯელეს.  შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციონერი  დეპუტატების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდნენ რომ  სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება.

პარალელურად,  სამოქალაქო სექტორი მზად არის, ევროკომისიის რეკომენდაციების დროულად და სრულყოფილად შესასრულებლად, კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთოს. ამის შესახებ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.