3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა | 12.07.2022

3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 338 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 659 ტესტი. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საქართველოში ახლა შესაძლოა, კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყებოდეს, რაზეც მიანიშნებს ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი.  კულუმბეგოვი მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა.