რა იყო ირაკლი ღარიბაშვილის 5-გვერდიანი წერილის მიზანი? | 12.07.2022

ოპოზიციური პოლიტკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშილი ახლა შეშინებულია, ვინაიდან იცის, რომ მის წინააღმდეგ მალე საერთაშორისო სანქციები ამოქმედდება. სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პარტიის წევრების მიმართ ახალი დირექტივა გაიცა, რაც  ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის მმართველობას უარყოფს, ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, ღარიბაშვილის საჯარო წერილი დასტურია იმისა, რომ სწორედ ივანიშვილი განაგებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ის ოლიგარქია.

მმართველ გუნდში ღარიბაშვილის წერილის შინაარსს სრულად იზიარებენ და ბიძინა ივანიშვილს იცავენ. ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დემონიზება განზრახ ხდება და ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მმართველი პარტიის წევრების თქმით, სიტყვა დეოლიგარქიზაციის გამოყენებით საქართველოზე შტურმი მიმდინარეობს და იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.