„ვივამედის“ მთავარი ექიმის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს | 12.07.2022

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს  კლინიკა “ვივა მედის” მთავარმა ექიმმა მიაწოდა.  ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი თავს ნორმალურად გრძნობს თუმცა კვლავ იგეგმება  ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი კი ამბობს, რომ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა.