ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის შემდეგ “ოცნებას“ საკრებულოების დეპუტატებიც ტოვებენ | 11.07.2022

ხუნდაძე, ყაველაშვილი, სოზარის შემდეგ – “ქართული ოცნებას“ საკრებულოების დეპუტატებიც ტოვებენ. ახალციხის, თერჯოლისის, ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოების დეპუტატები ამბობენ, რომ  პარტიიდან მიდიან იმისთვის, რომ  მნიშვნელოვან თემებზე თავისუფლად ილაპარაკონ. თუმცა  “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების საუბარი, ხუნდაძის -ყაველაშვილის და  სოზარის ღია წერილების მსგავსად, ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავს. საკრებულოების დეპუტატებმა უკვე გააკრიტიკეს, საქართველოში ამერიკის ელჩი.  რაც შეეხება საპარლამენტო ტრიოს, მათ უკვე რამდენიმე ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.