„მმართველმა პარტიამ ვერ აჩვენა ერთგულება ევროპული მისწრაფებების მიმართ“ | 11.07.2022

დეოლიგაქრიზაცია, დასავლელი პარტნიორების და ევროდეპუტატების შეურაცხყოფა, პოლიტიკურად მოტივირებული სამქეები და დაკავებები – ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, გავლენიანი გამოცემა POLITICO სტატიას აქვყნებს და წერს, რომ სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო,  საქართველოს ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. სტატიის ავტორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ქვეყანაში უმრავლესობას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა  მმართველმა პარტიამ, ვერ აჩვენა  ერთგულება ევროპული მისწრაფებების მიმართ. პუბლიკაციაში საუბარია ძლიერ პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც. ნათქვამია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც  სტატიის ავტორის შეფასებით,  საქართველოსთვის რთული მისაღწევია. სტატიაში საუბარია  მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებაც, წერია რომ ქართული სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებს. POLITICO-ს  სტატიას სოციალურ ქსელში აზიარებს   ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი.  ევროპარლამენტარი ტვიტერში წერს, რომ  საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა და “ქართულმა ოცნებამ”  უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება.