ვინ მონაწილეობდა 5 ივლისის ძალადობრივ დაჯგუფებაში – „მედიის განვითარების ფონდი“ ანგარიშს აქვეყნებს | 08.07.2022

„მედიის განვითარების ფონდი“ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია როგორც ჯგუფის წევრთა შემადგენლობა, ასევე მათი კავშირები საქართველოს საპატრიარქოსთან. ანგარიში ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი ნაწილი აქციის მონაწილეებს ეხება, მათ შორის, სოციალურ ქსელში მათ ე.წ. პროფილებსა და აქტივობას, ხოლო მეორე ნაწილი პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებულ „ალტ-ინფოს“, რომელიც ჰომოფობურ და პრორუსულ რიტორიკას ავრცელებს.  კვლევის ავტორები ამბობენ, რომ  5 ივლისის აქციის მონაწილეები ასევე ფიგურირებდნენ ანტივაქსერულ და ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიებში.