მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა “ვივამედთან” ექსპრეზიდენტის დედამ განუცხადა. გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილი ნორმალურად ვერ მოძრაობს და აუცილებელია მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას გასცემს ცენტრი ემპათიაც. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მკურნალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება, მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.