“ქართული ოცნება” ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს | 07.07.2022

“ქართული ოცნება” ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. მმართველი პარტიის თავჯდომარე თანახმაა, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩაატაროს, იმ პირობით, თუ ქვეყანა,  კანდიდატის სტატუსს დეკემბერში  მიიღებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგს წინ უსწრებდა, მოლაპარაკებები, რომელშიც პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა.  კობახიძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.