პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო “ლელო” გამოძიების დაწყებას ითხოვს – სარჩელი პროკურატურაში | 07.07.2022

პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო პარტია “ლელო” გამოძიების დაწყებას ითხოვს. ლევან სამუშიამ  გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა. საქმე ეხება ყვარელში მომხდარ ინციდენტს. პარტიის ლიდერები “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ,  რა დროსაც “ლელოს” გენერალურ მდივანს ბადრი ჯაფარიძეს და მისი პარტიის სხვა ლიდერებს “ქართული ოცნების” პარტაქტივი და საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ. პარტია “ლელო” ასევე ითხოვს იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს რომლებმაც, თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს და “ლელოს” თქმით,  ხელი შეუწყეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ “ლელოს” საინფორმაციო კამპანია ჩაეშალათ