„პაპუაშვილთან დაგეგმილი შეხვედრები ფარსი, იმიტაციაა, “ოცნებას” ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს“ | 07.07.2022

“ნაციონალური მოძრაობა”,  “ლელო” და “სტრატეგია აღამშენებელი”  “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. საუბარია იმ რეკომენდაციების გარშემო დაგეგმილ კონსულტაციებზე, რომელთა შესრულებასაც ევროკომისია  საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სთხოვს.  ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების მაგიდასთან,  პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უნდა დასხდარიყვენე, თუმცა მათი ნაწილი შალვა პაპუაშვილს, და მმართველ პარტიას უნდობლობას უცხადებს.  ამბობენ, რომ  პაპუაშვილთან  დაგეგმილი შეხვედრები ფარსი და იმიტაციაა, რადგან ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს.

ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულების ფარგლებში, პარლამენტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო. რაც იმას გულისხმობს, რომ  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის შედეგად, დოკუმენტზე მუშაობას დაიწყებს.   თუმცა ამ პროცესში მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი, მმართველი პარტია, და არასამთვრობო სექტორის ასევე ერთი ნაწილი მონაწილეობს.