“ქართულ ოცნებაში” ისევ ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის | 06.07.2022

ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით საუბრისას თქვა. მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და არც რომელიმე მედიაზე აქვს გავლენა. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ისიც კი პრობლემაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებობს. როგორც კობახიძე ამბობს, ეს „ფსიქიკური სინდრომია“. კობქახიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან ნამდვილად წავიდა და  „ქართულ ოცნებას“ ახლა რჩევებსაც კი არ აძლევს.