სპეცოპერაცია საბერძნეთში – დაკავებლთა შორის „კანონიერი ქურდი“ აკაკი ბილანიშვილია | 06.07.2022

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს საქართველოს 13 მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ედებათ ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში. დაკავებულთა შორის  ერთ-ერთი  ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილია. საერთო ჯამში, მათ მიერ ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ბერძნული მედია წერს, რომ ჯგუფის წევრები სავარაუდოდ სხვადასხვა ტიპის ბოქლომების გატეხვაში დახელოვნებულები იყვნენ, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკაფიო კვალს არ ტოვებდნენ.