ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას აგრძელებს. საკანონმდებლო ორგანოში დახურულ კარს მიღმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროკავშირის მიერ დასახელებული 12 პუნქტიანი პირობის შესრულებაზე იმსჯელეს. ოპოზიციის კონსულტაციებში ის პოლიტიკური პარტიებიც მონაწილეობენ, ვინც ,,ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კომისიაში მუშაობას აპირებს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხვალ დანიშნულ შეხვედრას დაესწრება. ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”.
ევროკომისიის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მმართველი პარტია საკომიტეტო განხილვებს ხვალ დაიწყებს.