„კეთილი საქმეებისთვის ჩამოვედი და აქ ვარ შანტაჟის მსხვერპლი“- ოზთურქი, 500 ლარით დააჯარიმეს | 06.07.2022

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, სასამართლომ, 500 ლარით დააჯარიმა. ფულადი ჯარიმა მან, მცირე რაოდენობის კანაფის შეძენა-შენახვის გამო უნდა გადაიხადოს. „კეთილი საქმეებისთვის ჩამოვედი და აქ ვარ როგორც შანტაჟის მსხვერპლი“ – განაცხადა დაკავებულმა ბიზნესმენმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა. ბრალდებულმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მარიხუანა მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.