მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ თუ საქართველო დეკემბრამდე ომში ჩაერთვება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მიიღებს. განცხადება პირველად “ოცნების” ლიდერმა გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. დღეს კი ჟურნალისტებთან იგივე რიტორიკით ისაუბრა. მისი თქმით, სპეკულაციაა, რომ ის ომის პროპაგანდას ეწევა. კობახიძის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სწორედ იმის გამო მიიღო, რომ ომში არის ჩაბმული. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება” 12-ივე პუნქტს შეასრულებს. დაპირების პარალელურად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ისევ დესტრუქციულობაში ადანაშაულებს.