5 ივლისის საქმეში მონაწეილე დამნაშავეები დასჯილები არიან – „ქართული ოცნება“ | 05.07.2022

2021 წლის ძალადობრივ მოვლენებზე საუბრობენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია ისევე როგორც, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი, თვლის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი ახლა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. ბრალდებებს არ იზიარებს “ქართული ოცნება”, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო,  ყველა დამნაშავე დასჯილია.