ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში 2570 ადამიანი დაინფიცირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. შემთხვევების მატების მიზეზად მედიკოსები გაზრდილ მობილობას ასახელებენ. არსებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ისევ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მთავარ რეკომენდაციად კი კვლავ ვაქცინაციას ტოვებენ.