“საქართველოში არსებული პრორუსული ჯგუფებისა და ხელისუფლების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა” | 05.07.2022

“საქართველოში არსებული პრორუსული ჯგუფებისა და ხელისუფლების  გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა” – ამის შესახებ საუბარია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ  ანგარიშში. ორგანიზაციამ დღეს  ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის შუალედური მიგნებების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ჯგუფებში ჭარბობდა ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური რიტორიკა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მონიტორინგში აღნიშნულია, რომ პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფები აქციებს მართავდნენ 5-6 ივლისს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების მხარდასაჭერად, ასევე „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საწინააღმდეგოდ. მონიტორინგი 2021 წლის 5 ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.